“მთავარი არხი” ეთერში ოქტომბრის ნაცვლად, როგორც ადრე “რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააანონსა, სექტემბერში გავა – ინფორმაცია ამის შესახებ არხის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
“სექტემბრიდან” – ასე აანონსებენ “მთავარი არხის” შემქნელები სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, ტელეკომპანია “რუსთავი 2″ ქიბარ ხალვაშმა გადაიბარა. ჟურნალისტების უმეტესმა ნაწილმა, ისევე როგორც რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, არხი დატოვა და ახალი ტელეკომპანიის შექმნის შესახებ დააანონსა.