წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჩინოში ფუტკრისებრთა ჯიშის მწერის, ბაზის ნაკბენისგან 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივ მერიაში “ლაივპრესს” განუცხადეს, მამაკაცი ალერგიული იყო, რის გამოც ხუთვები დაეწყო, ასთმური შეტევა განუვითარდა და ზუგდიდის საავადმყოფოში შეყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
“სანამ სახლში მივიდა, მანამ მოეწამლა ორგანიზმი. ყოველწლიურად არის ეს მწერი. ვისაც ალერგიული ფონი აქვს, მათზე ცუდად მოქმედებს. ფაროსანას შეწამვლის დროს, ნივთიერება ამ მწერზეც მოქმედებს. ცალკე მისი შეწამვლა არ ხდება”, – განმარტეს წალენჯიხის მერიაში.
მათივე ცნობით, ბაზის ნაკბენისგან ადამიანი საჩინოში შარშანაც გარდაიცვალა. ორი წლის წინ კი, ახალგაზრდა მამაკაცი დაკბინა ყანაში მუშაობისას. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.