“ივანიშვილი გახარიას ამბრაზურასავით ეფარება და გვეუბნება, რომ მისი გადადგომა სამშობლოს ღალატია. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რომელ სამშობლოს გულისხმობს. ამ სამშობლოში საქართველო აშკარად არ იგულისხმება. გახარიას გადადგომა რუსეთის ღალატი შეიძლება იყოს. ჩვენ ვნახეთ მთავრობის წევრებისა და უმრავლესობის კაკაფონია, რომ გიორგი გახარია მაგარი ტიპია. ახლა მას თვითონ ივანიშვილი ეფარება. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია მეორე ცინიკური განცხადებაც: – როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე ღამე ბრძანებას მივცემდიო. აშკარად „ეკაიფება“ ხალხს, რადგან გულისხმობს, რომ ეძინა. აქ ორი რამეა – თუკი მას ასეთ დროს ეძინა, ეს ქვეყნისთვის კატასტროფაა და თუ არ ეძინა და ამ ყველაფერს ტელევიზიით უყურებდა, მაშინ მინიმუმ ის უნდა გაეკეთებინა, რომ ის სისხლისღვრა გაეჩერებინა, რაც მისმა ხელქვეითებმა რუსთაველის გამზირზე გააჩაღეს. ყველა შემთხვევაში ძალიან სავალალო სურათი იკვეთება”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველო”
ბათუმში გაიმართა „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა, რომლის სამუშაო შეხვეედრაში მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ივანიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნება. რაც შეეხება 20-21 ივნისის აქციის დაშლას, ევროპასა და ამერიკას ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ ქონიათ.
ივანიშვილმა ასევე ისაუბრა 2006 წელზეც, როცა საქართველოში რუსი დეპუტატები იყვნენ ჩამოსულები. მისი განცხადებით ამ ფაქტთან დაკავშირებით, 2006 წელს ხმას არავინ იღებდა.