“21 ივნისიდან “ნაციონალური მოძრაობა” და მისი დამქაშები – “ევროპული საქართველო” და სხვა პარტიები დაჟინებით ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონიდან და არც ევროპიდან ვინც ეს კადრები ნახა, არავის აქვს კითხვები ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული. ლეგიტიმურობაზე კითხვები რომ ყოფილიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. ძალიან ბევრს შევხვდი, ვიცი ვაშინგტონის პოზიცია და ძალის გამოყენებაზე არავის აქვს კითხვა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი არაა”
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილი ჟურნალისტებთან საუბრისას;
ბათუმში გაიმართა „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა, რომლის მუშაობაში მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილი;