“2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები, მათ შორის სლუცკი, რომელიც გავრილოვზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა, კიდევ გვარს ვერ გავიხსენებ, ფსბ-ს ყოფილი თავმჯდომარე. სად იყავით მაშინ? რა მნიშვნელობა აქვს, რასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ? 2016 წელს იყვნენ და ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ არჩევნებით რამეს გააწყობდა. ახლა დაკნინების პროცესი მოხდა და გამორიცხულია, არჩევნების პროცესით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ, რომ სიტუაცია აეყირავებინათ”
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას;
ბათუმში გაიმართა „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა, რომლის მუშაობაში მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილი;