ეგ კი არა, ბტნბიძინა…
– 2012-ში რუსი ჯაშუშები გმირებად გამოუშვით;
– მათ წინააღმდეგ მებრძოლი ჩვენი კონტრდაზვერვის ბიჭები ციხეში ჩაყარეთ;
– ქართველი ინფორმატორები რუსებს ჩაუგდეთ ხელში;
– სომხეთს უნდა მივბაძოთ საგარეო პოლიტიკაშიო, გვითხარით;
– ევრაზიის კავშირი განვიხილოთო, შემოგვაპარეთ;
– ღიად პრორუსი პარტიები შემოიყვანეთ ასპარეზზე და მერე პარლამენტშიც შემოათრიეთ;
– გაზპრომთან გააფორმეთ ხელშეკრულება;
– ომის დაწყება დააბრალეთ საკუთარ ქვეყანას და სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად დასვით;მოკლედ, გავრილოვამდე ბევრი “გავრილოვობა” ჩაიდინეთ, უბრალოდ დაგავიწყდათ, რომ არსებობს მოთმინების ფიალა, რომელიც აივსო და არჩევნებზე გამოგიტანთ პოლიტიკურ განაჩენს ქართველი ერი”
ოთო კახიძე – “ევროპული საქართველო”
სოციალური ქსელი
ბათუმში გაიმართა „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა, რომლის სამუშაო შეხვეედრაში მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ივანიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნება. რაც შეეხება 20-21 ივნისის აქციის დაშლას, ევროპასა და ამერიკას ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ ქონიათ.
ივანიშვილმა ასევე ისაუბრა 2006 წელზეც, როცა საქართველოში რუსი დეპუტატები იყვნენ ჩამოსულები. მისი განცხადებით ამ ფაქტთან დაკავშირებით, 2006 წელს ხმას არავინ იღებდა.