მთავარი სამართალი ციტატა

გახარია იქნება მოწმე, რომელიც ჩვენებას მიცემს, რომ ივანიშვილმა გასცა ბრძანება – სანიკიძე

“ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფო გადატრიალებასთან. ეს არის ფაქტი, ადრე თუ გვიან ეს დადასტურდება და როგორც ჩანს, გახარია იქნება მოწმე, რომელიც ჩვენებას მიცემს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გასცა ბრძანება. უკანონო ბრძანება, როგორც ჩანს, გაცემული აქვს ბიძინა ივანიშვილს, რაც იკვეთება ზუსტად წუთი წუთზე, როცა პრემიერი გამოვიდა და 15 წუთით ადრე თქვა, რომ არ დაგარბევთ, მერე როგორც ჩანს, გახარია და პრემიერი მართლა აპირებდნენ ოპოზიციასთან საუბარს, ეს გაიგო ბიძინა ივანიშვილმა, მიიღო გადაწყვეტილება, გასცა ბრძანება, როგორც ჩანს, ბრძანების ავტორი იყო ანზორ ჩუბინიძე, აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი არ არის არც სახელწმიფოს მეთაური, არც მთავრობის მეთაური და მის ბრძანებას დაემორჩილა პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი, ეს არის სახელმწიფო გადატრიალება”

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი გუბაზ სანიკიძე გადაცემაში “არჩევანი”;

იტვირთბა....