“დღეს საქართველოს ეკონომიკა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, მათ შორის ჩვენი მთავრობის დიდი ძალისხმევით. რუსეთთან ვაჭრობა ექსპორტის ნაწილში არის 13 პროცენტი, რა თქმა უნდა, არის სხვა ქვეყნები, არის არჩევანი, მაგრამ ამის გამო უარი ვთქვათ ამ 13%-ზე? ცხადია, არა. ეკონომიკა, მათ შორის ექსპორტი, მთლიანობაში უნდა გაიზარდოს და თქვენ უნდა გქონდეთ არჩევანი, ივაჭროთ ნებისმიერ ქვეყანასთან, სადაც თვლით, რომ უკეთესად გაიყიდება თქვენი პროდუქტი. ჩვენი მოვალეობაა, რომ დავიცვათ თქვენი უფლებები, რომ თავისუფლად აკეთოთ თქვენი საქმე”.
ნათია თურნავა, ეკონომიკის მინისტრი