აქციები გაგრძელდება. შეიძლება ნაკლები ძალმოსილებით, მაგრამ ეს უკვე პერმანენტული გახდება და საბოლოოდ, ყველა ვარიანტში, აქციის მონაწილეების გამარჯვებით დასრულდება. ეს გაბრაზების ერთჯერადი გამოვლინება არ არის, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
სანიკიძის განცხაედბით, აქციის მთავარი შემოქმედები არიან ახალგაზრდები, რომელთაც ფართოდ შემოაბიჯეს პოლიტიკაში.
“რაც მთავარია, აქციის მთავარი შემოქმედები არიან ახალგაზრდები, რომელთაც ფართოდ შემოაბიჯეს პოლიტიკაში. ყოველთვის ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ იქიდან მიიღებდნენ დარტყმას, საიდანაც არ ელოდებოდნენ. ეს არის თავისუფლებაში დაბადებული თაობა, რომლისთვისაც მთავარი ღირებულებაა სიმართლე და თავისუფლება”, – განაცხადა სანიკიძემ.