რუსეთის ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკური პარტია “იაბლოკოს” წარმომადგენლები თბილისში ჩამოვიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ამ პარტიის ოფიციალურ სატზე ვრცელდება (იხილეთ ფოტო ქვევით).
როგორც ისინი ამბობენ, შეხვედრა ექნებათ ქართველი პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან და ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტის უკანასკნელი ბრძანების შემდეგ დაიგეგმა ავიარეისების აკრძალვასთან დაკავშირებით.
“За неделю до прекращения (по решению президента Путина) прямого авиасообщения между Россией и Грузией, в Тбилиси прибыла делегация партии «Яблоко» во главе с заместителем председателя партии Александром Гнездиловым.” – წერია საიტზე.
თარგმანი: საქართველოსა და რუსეთს შორის (პუტინის გადაწყვეტილებით) ავიარეისების შეჩერებამდე ერთი კვირით ადრე, თბილისში ჩავიდა პარტია “იაბლოკოს” დელეგაცია, პარტიის მდივნის მოადგილის ალექსანდრე გნეზდილოვის ხელმძღვანელობით.
“გამომდინარე იქედან, რომ ირგვლივ მრავალი სპეკულაციებია, გადავწყვიტეთ ჩავიდეთ საქართველოში და საკუთარი თვალით ვნახოთ არსებული სიტუაცია” – აცხადებენ “იაბლოკოს” წარმომადგენლები, რომელიც რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული მიმართულების პარტიადაა დეკლარირებული, პროპუტინისტულ პოლიტიკურ ძალად არის ცნობილი.
პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გრიგოლ იავლინსკია. რუსული პრესის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ “იაბლოკო” პროპუტინისტულ პარტიად მოაზრება, ის ცნობილია კრემლის კრიტიკით. უფრო მეტიც, მან პუტინის გადაწყვეტილება, საქართველოსთან ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით გააკრიტიკა.
როგორც ისინი აცხადებენ, მათი საქართველოში ვიზიტის ოფიციალური მიზეზი ქვეყნებს შორის მშვიდობა და კეთილმეზობლური ურთიერთობებია.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ აქცია “სირცხვილია” ორ კვირაზე მეტია მიმდინაროებს. თავდაპირველად, აქციის დაწყება რუსი დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ მართმადიდებლობის საერთაშორისო ფურიმის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ყოფნამ გამოიწვია.
თუმცა, მას შემდეგ, რაც აქცია სპეცრაზმა დაშალა, აქციაზე სამი მოთხოვნა გაჟღერდა – გადადგეს შს მინისტრი გახარია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული სისტემით და გათავისუფლდეს აქციის დაშლის დროს დაკავებული ყველა პირი.
ამჟამად ორი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია – მომიტინგეები მხოლოდ გახარიას გადადგომას ითხოვენ.