„მათ ეგონათ, რომ მე ვეღარ შევძლებდი პარლამენტში სიარულს, როგორც მოქმედი დეპუტატი. მათთვის მე დაჭრილი ვარ. დაჭრილი მხეცი უფრო საშიშია. დაახლოებით ასე უყურებენ. წარმოუდგენელი რამ გააკეთებინეს, მტკიცებულებები არ არსებობდა. უნდოდათ ძალიან, რომ შედეგი დამდგარიყო პატიმრობა. სიჩქარეში ვერ გათვალეს ბევრი რამ და ახლა არიან ჩიხში, მაგრამ ეს ჩიხი, როგორც ჩანს, უფრო ღრმა არის, ვიდრე მათ ჰგონიათ”
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია სააპელაციო სასამართლოში შესვლამდე;
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას სასამართლომ გირაო შეუფარდა.
ამავდროულად, სასამართლომ მელიას რამოდენიმე აკრძალვაც დაუწესა. კერძოდ, ნელიას ეკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განცხადებების გაკეთება, საცხოვრებელი სახლის დატოვება, მოწმეებთან კომუნიკაცია. ასევე გადაწყვეტილებით, ნიკა მელიამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი საგამოძიებო ორგანოებს უნდა ჩააბაროს.
მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.
15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.
გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.
პროკურატურამ გირაო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
სწორედ ამ წუთებში კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პროკურორი ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს, რასაც დაცვის მხარე უსაფუძვლოდ მიიჩნევს.