პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ენმ-ის წევრის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ. სხდომის დაწყებამდე, ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, შს მინისტრი, გიორგი გახარია წყვეტს ვინ უნდა იყოს პარლამენტში და ვინ – არა.
რის შემდეგაც, ენმ-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს სამარცხვინო უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ნიკა მელია სხდომას არ ესწრება.
პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.