“ქოცებთან პრეზენტაციაზე ისინი მივიდნენ, ვინც ქოცების უფროსობით კოალიციაში ხედავს საკუთარ მოკრძალებულ ადგილს მომავალ პარლამენტში.
ქოცების ორბიტის დეკლარირებული პრორუსებიც და დეკლარირებული პროდასავლელებიც იქ არიან.
ამომრჩეველს ეტყვიან- არც ნაცი და არც ქოციო, პარლამენტში კი ნაცებისგან ” ქვეყნის გადასარჩენად” გაქოცდებიან. მარტივია”
დავით ბერძენიშვილი “რესპუბლიკური” პარტია; სოციალური ქსელი;
ქართულმა ოცნებამ საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაციას სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში გამართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ პარლამენტის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე, ასევე ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე. პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდნენ დავით უსუფაშვილი, ალეკო ელისაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და სხვ. პოლიტიკური ძალები თუ პოლიტიკოსები.