“დავიწყოთ ბოდიშით.
ბოდიში, მაგრამ შს მინისტრი უნდა გადადგეს.
ასევე დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო სადისტი პოლიციელები უნდა დაისაჯონ.
ახლა რაც შეეხება პროპორციულ სისტემას.
2016 წლის არჩევნების შედეგად, ბიძინამ პარლამენტში შეიყვანა 123 ქოცი, თავისი ინაშვილებიანად.
პროპორციული რომ ყოფილიყო, შეიყვანდა 90 ქოცს, ანუ 33-ით ნაკლებს, ვერ შეაგროვებდა საკონსტიტუციო უმრავლესობას და ახლა იქნებოდა ჩამოშლის პირას.
ამიტომ, პროპორციული სისტემა, თუნდაც 0.67% ბარიერით, მაინც სჯობს მაჟორიტარულს. კი, 3% ბარიერი უკეთესია, მაგრამ მაჟორიტარულთან შედარებაც კი არ შეიძლება.
ამიტომ ეს არის საზოგადოების მნიშვნელოვანი გამარჯვება ოლიგარქზე. ბრძოლა გრძელდება.
პ.ს. დავუბრუნდეთ ისევ ბოდიშს.
ბოდიში, მაგრამ დასახიჩრებულ ხალხს, მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მთელ საზოგადოებას არ გვავიწყდება, რომ შს მინისტრი უნდა გადადგეს”
“ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე; სოციალური ქსელი;