ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ხელისუფლებას სურს, რომ სამართალდამცველთა თითოეულ გადაცდომაზე იყოს რეაგირება” – თალაკვაძე

„ორი ძალიან ღირსეული კანდიდატი იქნა შერჩეული და ჩვენ ყველაზე ღირსეულს შევარჩევთ. მნიშვნელოვანია, რომ დამტკიცებულ კანდიდატს სათანადო კომპეტენცია და გამოცდილება ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და იმ მიმართულებას იცნობდეს, სადაც საქმიანობა მოუწევს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბარში თალაკვაძე სახელმწიფო ინსპექტორობის კანდიდატების შერჩევის პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესი ძალიან გამჭვირვალედ წარიმართა.

დეპუტატის თქმით, ლონდა თოლორაიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვან დეპარტამენტს უხელმძღვანელა.

„მან ამ ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა პირადად მიიღო და ძალიან ღირსეული კანდიდატია. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს. ვინაიდან ინსტიტუტი ხელისუფლების გადაწყვეტილებით არის შექმნილი, პოლიტიკური ნება არსებობს, რომ თითოეულ ასეთ ფაქტზე რეაგირება იყოს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსეებთ, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილია ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურები. პარლამენტი მათ ხვალ, პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.

იტვირთბა....