მთავარი სოციალური ქსელი

ეს ქალია ოცნების რეალური სახე – სკამს ჩაბღაუჭებული, სიძულვილით სავსე – ელისაშვილი კოსტავაზე

“რამხელა მისია ჰქონია ამ ქალს და არ ვიცოდით. სინამდვილეში ეს ქალია ოცნების რეალური სახე – სკამს ჩაბღაუჭებული, სიძულვილით სავსე ვითომ რამის გამკეთებელი ! აბა თქვენ იცით ოცნებავ, გადაეფარეთ ამ სამარცხვინო ქალს, ანტიქრისტეებს ებრძვის და ბეჭები არ გაუცივდეს…”

“სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ნანა კოსტავას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მან საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა;

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოსთან 30 მაისს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქუთაისის საკრებულოდან ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის, ნანა კოსტავას მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვებას ითხოდნენ.

“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.

სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ამასთან, ქუთაისის საკრებულოს ინფორმაციით, ამავე ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
“მეტრონომთან” საუბრისას კოსტავამ განაცხადა, რომ ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

კოსტავას გენდერული საბჭოც დაატოვებინეს.

ამის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომსიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატს სავარაუდოდ, 3 ივნისს დატოვებდა. 

თუმცა, როგორც დღეს კოსტავამ განაცხადა,  ის სავარაუდოდ, ქუთაისის საკრებულოს აღარ დატოვებს.

იტვირთბა....