„ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნაწილობრივ, მიესალმება. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ ნდობაც არის. თუმცა, მათ კითხვის ნიშნები კიდევ აქვთ და ისინი ამ კუთხით სამართლებრივი ნაბიჯების გამოყენებას გააგრძელებენ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენც გვაინტერესებს, ამ საქმეზე ყველა სამართლებრივი რესურსის ამოწურვის შედეგად, საბოლოოდ რა შედეგი იქნება მიღწეული”.
სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე