მოსამართლემ, ნინო სანდოძის განცხადებით, არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად. მისივე ცნობით, გ.ჯ.-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თანახმად, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„სასამართლომ შეაფასა გ.ბ.-ს მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები . გ.ბ-ს მიმართ განაჩენი გასაჩივრებული ჰქონდა ბრალდების მხარესაც, ამ ნაწილში სასამართლომ სასჯელი გ.ბ.-ს დაუმძიმა“,- განაცხადა სანდოძემ.
განაჩენი შიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამარლოში ერთი თვის ვადაში.