ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი, თემურ შეყილაძე შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ჭიათურის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამავე თემაზე: აქციას მოსახელობა შემოუერთდა, მაღაზიები და ყველაფერი დაკეტილია – გაფიცული მაღაროელი
ამ დროისთვის ჭიათურაში 24 მაღაროელი შიმშილობს. ამასთანავე, გაფიცულებს, სოლიდარობის ნიშნად, შეუერთდნენ სკოლის მოსწავლეები, მაღაზიებსა და ბაზრობებში დასაქმებულები და სხვა მოქალაქეებიც.
მაღაროელები უკვე მე-11 დღეა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, შიმშილობენ. 26 მაისს, გაფიცულების შეხვედრა “ჯორჯიან მანგანეზთან” კვლავ უშედეგოდ დასრულდა.