ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება – გაფიცულებს, სოლიდარობის ნიშნად, სკოლის მოსწავლეები, ბაზრობისა და მაღაზიების თანამშრომლები შეუერთდნენ.
უშედეგოდ დასრულდა, მაღაროელების და “ჯორჯიან მანგანეზის” შეხვედრა, რის შესახებაც კომპანიამ განცხადება გაავრცელა.
კომპანიის შეფასებით, სამწუხაროა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებებს დასაქმებულები არ დათანხმდნენ.
კომპანიის პირობები იხილეთ ბმულზე: “ეს არის ის მაქსიმუმი, რის შეთავაზებაც დღეს „ჯორჯიან მანგანეზს“ შეუძლია”