“სანამ ცნობილი არ არის აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკების შედეგები, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ადევნებს თვალს პროცესს და ველოდებით ბატონი დავით ზალკანიანის და უშუალოდ პრემიერ მინისტრის ჩართულობით მიმდინარე დიალოგის რეზულტატს. როგორც ადრევე იყო საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი, მნიშვნელოვანია მკაცრად იყოს დაცული ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესები”
საპატრიარქოს პესსამსახურის უფროს ანდრია ჯაღმაიძე; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი ზვიად ანანიაშვილი, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ.
ამის შესახებ განცხადება, ბაქოში გამრთული შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამაც გააკეთა. მისი განცხადებით, სადავო ტერიტორიაზე საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება.
დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი მეუფე იაკობმაც გააკეთა. მისი განცხადებით გარეჯის ტერიტორიაზე, ვინც წინ გადაეღობება, არცერთი სამინისტრო აღარ დარჩება.
დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, შეხვედრას დღესაც გამართავენ.
“რუსთავი 2-თან” საუბრისას დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი აცხადებს, რომ ამჟამად მონასტერში სრულ გაუგებრობაში არიან.