ბაქოში, დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, შეხვედრას დღესაც გამართავენ.
კომისიის ქართულ მხარეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ახალი ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.
კომისია, რომლის შემადგენლობაც 20 წევრისგან განისაზღვრა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 10 მაისს დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი ზვიად ანანიაშვილი, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ.
ამის შესახებ განცხადება, ბაქოში გამრთული შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამაც გააკეთა. მისი განცხადებით, სადავო ტერიტორიაზე საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება.
დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი მეუფე იაკობმაც გააკეთა. მისი განცხადებით გარეჯის ტერიტორიაზე, ვინც წინ გადაეღობება, არცერთი სამინისტრო აღარ დარჩება.