ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სადავო ტერიტორიაზე საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება” – ლაშა დარსალია

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც არის საქართველოს კონტროლირებადი ან რაც არის სადავო ტერიტორია, აქ საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება, – ამის შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ “ინტერპრესნიუსთან”  განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყო გარკვეული სამუშაოები, თუმცა ამის თაობაზე კომისიის ხვალინდელ სხდომაზე უფრო დეტალურად იმსჯელებენ.

„დღეს ძირითადი ნაწილი საექსპერტო დონის შეხვედრა იყო, სადაც პოზიციები და ჩვენი არგუმენტები გავაცანით ერთმანეთს. ხვალ გაგრძელდება მუშაობა. ამიტომ რაიმე შედეგებზე ჯერ ადრეა საუბარი. საქართველოს კონტროლირებად ან რაიმე სადავო ტერიტორიაზე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება. ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ გარკვეული მიწის სამუშაოებს ატარებს აზერბაიჯანული მხარე. დღეს ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოვითხოვეთ. როგორც თავად ამბობენ, ისინი თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე ატარებენ რაღაც სამუშაოებს, მაგრამ ხვალ გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია, თავის კოორდინატებით და ა.შ. ახლა კი ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც არის საქართველოს კონტროლირებადი ან რაც არის სადავო ტერიტორია, აქ საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი ზვიად ანანიაშვილი, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ.

 

იტვირთბა....