ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით-გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ გზის დაგება დაიწყო – ზალკანიანის განმარტება (ვიდეო)

სოციალური ქსელის მომხმარებელი ზვიად ანანიაშვილი, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე პოსტს აქვეყნებს.

“ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან.
გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ. ეს ყველაფერი იმის ფონზე როდესაც ჩვენ არ გვაძლევენ უბრალოდ ასვლის უფლებასაცკი, მიმდინერე მოლაპარაკებების გამო..
მივმართავ მათ ვისაც ხელეწიფება ამ ინფორმაციაზე წვდომა, გაგვაგებინეთ რა ხდება!!! რა გზას აშენებს სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანი?” – წერს ანანიაშვილი.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა  საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმაც. მისი თქმით ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს, რადგან გასარკვევია გზების დაგების სამუშაოები რომელი ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარებს.

ზალკანინს განცხაებით იქ არიან ქართველი მესაზღვრეები და ინფორმაციას მიაწვდიან.

“ამ წუთებში ვრცელდება ეს ინფორმაცია, მეც ახლა გავიგე საინფორმაციო საშუალებიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გადამოწმდება. იცით, რომ ჩვენი შეხვედრის პარალელურად ბაქოში მიმდინარეობს დელიმიტაციის კომისიის პირველი შეხვედრა. ყველა ინფორმაცია გადამოწმდება ამ კომისიის ფარგლებში. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან. აუცილებელია, რომ ჩვენ ამ მგრძნობიარე თემატიკიდან გამომდინარე ყველა საკითხი გავიაროთ კომისიის ფარგლებში. უნდა გადამოწმდეს სად, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს. ჩვენ გვყავს იქ მესაზღვრეები, რომლებისგანაც მჭირდება ზუსტი ინფორმაცია, ისევე როგორც ჩვენს კომისიას”  – განაცხადა ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

იტვირთბა....