aviabiletebi
მთავარი ციტატა

ზურაბიშვილი – პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს

“პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს. ამავე დროს მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი; სოციალური ქსელი;

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელები არიან გაფიცულები.

მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ხოლო ერთმა მათგანმა პირი ამოიკერა.

ერთ-ერთი ადგილობრივის, გიორგი კასრაძის ინფორმაციით, კომპანიამ მათ ხელფასის ჩარიცხვა პროტესტის დასრულებამდე შეუწყვიტა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანია მზად არის, გაფიცულ მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25% -ით გაუზარდოს. ამასთანავე, კომპანიაში თვლიან, რომ დასაქმებულები უკანონოდ არიან გაფიცული.

17 მაისს ‘”ქართულმა ოცნებმა” გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანიას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებებიმაღაროელებთან, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.

მაღაროელების პროტესტს ეხმაურება პრემიერიც და აცხადებს, რომ იზიარებს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს.

იტვირთბა....