“დღეს ნაცმოძრაობის ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა და აწ უკვე გირჩის ლიდერმა მიმართვა ჩაწერა, რომელსაც არ გამოვეხმაურებოდი, მაგრამ ამ პარტიის ადეკვატურ, არაქოც მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა –
მეგობრებო, ბრალდებები იმის შესახებ, რომ:
– შალვა შავგულიძე არის “ფასადზე გამოდგმული თოჯინა”
და
– “ძალადობრივი სისტემები” ევროპული საქართველოს აწყობილია და ისევ ძალადობას გავაგრძელებთ –
არის სუფთა ქოცური ნარატივი და ივანიშვილის მესიჯბოქსი.
უბრალოდ, რომ იცოდეთ და გაითვალისწინოთ”
“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე; სოციალური ქსელი;
დღეს “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ყველა ძალადობრივი სისტემა “ევროპული საქართველოს” აწყობილია.