ტყიბულში, #1 საჯარო სკოლის 16 მოსწავლე, დაუზუსტებელი ალერგიის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “მეტრონომს” ტყიბულის კლინიკის მთავარმა მენეჯერმა, იური ელიაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის, კლინიკაში რჩება 1 პაციენტი.
“16 მოსწავლე შემოვიდა ჩვენს კლინიკაში. ნაწილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა, დანარჩენი თვითდინებით. მდგომარეობა იყო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. თექვსმეტივეს აღმოუჩნდა პირველადი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და დამაკმაყოფილებელი, გაუმჯობესებული მდგომარეობით გაეწერნენ ბინაზე. მათგან 1 პაციენტი რჩება კლინიკაში”, – ამბობს იური ელიაშვილი.
მისი თქმით, ამ დროისთვის უცნობია ალერგიის გამომწვევი მიზეზი.
“გამომწვევი არ არის ჩვენთვის ცნობილი, ტყიბულში ჩამოვიდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები და მივიდნენ #1 სკოლაშიც”, – განმარტა მან.