ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საოლქო კომისიიდან რეგისტრატორის ბეჭედიც წაიღეს

ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის მტკიცებით, საარჩევნო სიებთან ერთდ საოლქო ბეჭედიც წაღებულია. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

თინა ბოკუჩავას თქმით, სიები სინამდვილეში დაქსეროქსების მიზნით წაიღეს.

მირანდა მესხის თქმით, ასე ოპოზიცია აცხადებს. თავად კი ამბობს, რომ კანონი არ დაურღვევიათ.

“თქვენს გაგიჩნდათ ეჭვი და დავაბრუნეთ სიები უკან. დაილუქება ეს სიები”, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში  უკმაყოფილება მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას. კერძოდ, კომისიის წევრის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, მაია გაწერლიას განცხადებით, სიები კენჭისყრამდე 6 დღის ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არაუგვიანეს 12 საათისა არჩევნებამდე უნდა გაცემულიყო.

თავის მხრივ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განმარტებით, სამაგიდო სიები რამდენიმე უბანზე შემთხვევით გაჰყვათ, თუმცა პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და ეს სიები უკან დააბრუნეს.

 

იტვირთბა....