ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

12 მაისს მახათას მთისკენ ავტობუსების 2 მარშრუტი დაინიშნება

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საზეიმოდ გახსნაზე მრევლის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 12 მაისს, მახათას მთის მიმართულებით ავტობუსების 2 დროებითი მარშრუტი დაინიშნება.

ავტობუსები 08:30 საათიდან 16:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და მეტროპოლიტენ „ვარკეთილიდან“ 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ. ისინი მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.~

იტვირთბა....