ახალი ამბები

უსუფაშვილი – მე ბევრ რამეს არ ვეთანხმები, რაც “რუსთავი 2-დან” ისმის, მაგრამ მისი ჩახშობა გაცილებით დიდი პრობლემა იქნება ქვეყნისთვის

“შენების მოძრაობის” დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ თუ “რუსთავი 2-ის” საქმეში ხელისუფლებაა გარეული, ეს ისევ და ისევ ტელეკომპანიის რეიტინგის ზრდით დამთავრდება.

როგორც უსუფაშვილმა “მეტრონომს” განუცხადა, ის ბევრ რამეს არ ეთანხმება, რაც ტელეკომპანიის ეთერიდან ჯღერს, მაგრამ “რუსთავი 2-ის” დახშობა ქვეყნისთვის გაცილებით დიდი პრობლემა იქნება.

“სამწუხაროდ, “რუსთავი 2” იქცა საძალაუფლებო ბრძოლაში მოსაპოვებელ ინსტრუმენტად და ბევრი წელია ამას ვადევნებთ თვალს. ამასთანავე, თუ ახალ დავაში ხელისუფლების ხელი ურევია, მხოლოდდამხოლოდ “რუსთავი 2-ის” რეიტინგის გაზრდით დამთავრდება და მეტი არაფრით, ისევე როგორც, ეს არაერთხელ მოხდა. მე არ ვეთანხმები ბევრ რამეს, რაც ტელეკომპანიის ეთერიდან მესმის, მაგრამ “რუსთავი 2-ის” დახშობა, გაცილებით დიდი პრობლემა იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე, პირადად ჩემთვის, მიუღებელი სტილის მოთმენა თუ ატანა.

მე არ მგონია, რომ ან პარლამენტი ან ტელეეთერი ბილწისტყვაობაში შეჯიბრის ასპარეზი. არ მგონია, რომ მედია რომელიმე პოლიტიკური ძალის მსახური უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ნელ-ნელა აქეთ წავედით. “ოცნებამ” და “იმედმა” ღიად გამოაცხადეს, რომ დაადგნენ “ნაცმოძრაობისა” და “რუსთავი 2-ის” გზას. მედია კონგლომერატები ახდენენ საზოგადოების სუპერ პოლარიზება. ეს ცუდია, მაგრამ ამ პრობლემასთან ბრძოლა არ წარმომიდგენია რომელიმე ამ მხარის მიერ, მეორის განადგურებით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

“რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არხი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.

ნიკა გვარამია იმ ახალ სარჩელზე საუბრობს, რომელიც “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მომზადდა. გვარამიას თქმით, ეს არის “სარჩელი სარჩელისთვის” და ეს არის მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღნდეგ.

იტვირთბა....