პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა “მეტრონომთან” საუბარში, ამერიკულ ბაზასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საკმაოდ პოზიტიურად უყურებს მის ნათქვამს.
“წავიკითხე სალომე ზურაბიშვილის განცხადება და საკმაოდ პოზიტიურად ვუყურებ. საქართველოდან რუსების ბაზების გაყვანაში ქალბატონმა სალომემ დიდი როლი შეასრულა, რაც დასაფასებელია. ჩვენ იმიტომ არ გვიხაროდა რუსების ბაზების გაყვანა, რომ სხვას ჩაენაცვლებინა. ჩვენ გვინდა თავისუფალი საქართველო. არც რუსული და არც ამერიკული ბაზა არ უნდა იყოს ქვეყანაში. ჩვენ გვინდა თავისუფლება და უნდა ვიყოთ თავისუფლება. ჩვენ სუსტი ქვეყანა ვართო და ვიღაც გარანტორი უნდა გყვავდესო. სუსტი ქვეყანა იმიტომ ვართ, რომ დაქსაქსულები ვართ. ყველანი ერთად თუ ვიქნებით, ძლიერები ვიქნებით და არანაირი სხვისი ბაზა არ დაგვჭირდება. როდესაც რომელიმე სხვა ქვეყნის ბაზა იქნება, ეს ყოველთვის საფრთხის შემცველია. იმიტომ, რომ ყველა ქვეყანაჯერ თავის თავზე ფიქრობს და მერე სხვაზე”, – აცხადებს კვიციანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება შესაძლოა, რეკომენდირებული არ იყოს.