“ძნელი საყურებელია, როცა ქო-ს ე.წ. პოლიტიკური ელიტა ერთხმად “უფითილებს” გახარიას პანკისის მოვლენებზე “სათანადო” რეაგირებისთვის და სეირის საყურებლად ემზადება – როგორ გადაყვება ამ ამბავს მათთვის ესოდენ არაკომფორტული მინისტრი. ჩემი აზრით, პანკისის რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოვლენების შემდგომი განვითარება სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება. ამიტომ სწორი იქნება, საქმის წარმოება და შემდგომი რეაგირება უსაფრთხოების სამსახურს გადაეცეს. სხვა შემთხვევაში სრულიად აშკარა გახდება გარკვეული სახელისუფლებო შეთქმულება გახარიას წინააღმდეგ.
გახარიას “გაფუჭება” აწყობს ყველას – სახელისუფლებო ინტერესჯგუფებით დაწყებული და ოპოზიციით დამთავრებული. ის “აღმოსავლეთის ექსპრესში” ჩასვეს”
გია ხუხაშვლილი პოლიტოლოგი
სოციალური ქსელი
ამ თემაზე: “ჰესი მხოლოდ საბაბია, სახელისუფლებო თავების მარხვის სპეცოპერაცია იყო” – ხუხაშვილი
“პანკისის მსგავსი მოვლენები, შესაძლოა, გახარიას თავიდან მოსაშორებლად გამოიყენონ” – ხუხაშვილი