მთავარი პოლიტიკა ციტატა

ხუხაშვილი – პანკისის მსგავსი მოვლენები, შესაძლოა, გახარიას თავიდან მოსაშორებლად გამოიყენონ

“ხელისუფლებაში ქვედა დონეებზე ძალთა ბალანსი იცვლება და გახარია სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს ინტერესთა ჯგუფებისთვის. მოგეხსენებათ, გახარია არც ერთ ამ ინტერესთა ჯგუფის წევრი არ არის. სრულებით არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ფაქტები იქნას ან დაგეგმილი, ან შემდგომში გამოყენებული, რათა გახარია თავიდან მოიშორონ. ასეთი სურვილები ხელისუფლებაში რომ არსებობს, ეს აშკარაა. პანკისის მოვლენებს გარდა უსაფრთხოების განზომილებისა, აქვს შიდა სახელისუფლებო მამაძაღლობის განზომილებაც. ინტერესთა ჯგუფებისთვის დისკომფორტია, რომ გახარია ასეთი წარმატებულია. არავის არ უნდა წარმატებული თავის გვერდით. გახარიას შედარებითი ადეკვატურობა, “ქართული ოცნების” ელიტის გაღიზიანებას იწვევს. გახარიაზე უკეთესები არ შეუძლიათ გახდნენ. თუ არ შეგიძლია სხვას გაასწრო, ის შენს ქვევით უნდა ჩამოიყვანო”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას”;

იტვირთბა....