ახალი ამბები მთავარი სამართალი

ანა ნაცვლიშვილი – ვენეციის კომისია ამბობს, გადააგდეთ ეს პროექტი სანაგვეზე და თავიდან დაწერეთო

“ვენეციის კომისიამ გამოგზავნა დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე, რომელიც პრაქტიკულად ამბობს: გადააგდეთ ეს პროექტი სანაგვეზე და თავიდან დაწერეთო.
ანუ ის თქვა, რასაც ჩვენ ორი თვეა ვიძახდით.
მადლობა მათ ჩვეული კომპეტენტურობის, პირუთვნელობის და უჩვეულოდ სწრაფი პასუხისთვის.
საკუთარ ხალხს რომ არ მოუსმენ – გარეთ მოგეჭრება თავი! მერამდენედ?!”

სოციალური ქსელი; საია-ს ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი;

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კანონპროექტზე, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ეხება, დასკვნა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

იტვირთბა....