ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რომან გოცირიძე: შეუძლებელია “ნაციონალური მოძრაობის” გამიჯვნა მიხეილ სააკაშვილისგან

“დადგა პარტიის სერიოზული განახლების საკითხი, ახალი ენერგიის მიცემის საკითხი, ამიტომ, მალე პარტიაში მოხდება შესაბამისი ცვლილებები”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია “ნაციონალური მოძრაობის” გამიჯვნა მიხეილ სააკაშვილისგან, რადგან ის არის ამ პარტიის შემქმნელი.

“დადგა პარტიის სერიოზული განახლების საკითხი, ახალი ენერგიის მიცემის საკითხი, ამიტომ, მალე პარტიაში მოხდება შესაბამისი ცვლილებები, იქნება პარტიის ყრილობა და პარტია, როგორც დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების ლიდერი და ლოკომოტივი, თუ შეიძლება, ასე ითქვას, ოპოზიცური ფლანგის, საჭიროებს შემდგომი ენერგიის მიცემას, შემდგომ განახლებას. შეუძლებელია “ნაციონალური მოძრაობის” გამიჯვნა მიხეილ სააკაშვილისგან. ის არის ამ პარტიის შემქმნელი, ლიდერი, მაგრამ დღეს აქ საუბარი არის ადგილობრივი სტრუქტურების განმტკიცებაზე, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების უსამართლო ქმედებების გამო უშუალოდ შიდაპარტიულ ცხოვრებაში ვერ ღებულობს მონაწილეობას ”, – განაცხადა გოცირიძემ, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ.

ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ამბობს, რომ პარტიამ თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.

Gepostet von Mikheil Saakashvili am Sonntag, 17. März 2019

იტვირთბა....