ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პროცესში არანაირ ზეწოლას არ შესწრებია.
„საკუთრივ ანგარიშს არ გავცნობივარ, მაგრამ მაგალითად რაც შეეხება მაჩალიკაშვილის და სარალიძის საკითხს, ნამდვილად გულწრფელად მჯერა, რომ შესაძლებლად მოკლე ვადებში და მაქსიმალურად გამჭვირვალედ იქნება ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული. რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს, მე ჩართული ვიყავი წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც მოქალაქე გამოვხატავდი ჩემს დამოკიდებულას. პირადად მე არც ერთ შემთხვევას არ შევსწრებივარ, რომ რაიმე სახის ზეწოლა ყოფილიყო” – განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოქვეყნდა.