“რუსთავი2-ის” ინფორმაციით, თიბისი ბანკისდამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი ხახარიას მუქარის წერილი გახარიას მეზობელმა, თიბისინ ბანკის დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ, გადასცა.
“ერთ-ერთი ვერსიით, შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში შედგა, მეორე ვერსიით კი, ბადრი ჯაფარიძეს გახარიამ მუქარის გზავნილი ავტოფარეხში გადასცა.
შუამავლის ვინაობა კურიერს თიბისი ბანკის დამფუძნებლის გარემოცვიდან ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დაუსახელა. ის შს მინისტრის, გიორგი გახარიას მეზობელია. თბილისში, ამაღლების 12-ში გახარია მეორე სადარბაზოში ცხოვრობს, ბიზნესმენი კი პირველში”, – წერს “რუსთავი2” და დასძენს, რომ გიორგი გახარიას მეზობლები არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი, თავდაცვის ექსმინისტრი, დავით კეზერაშვილი და სხვა გავლენიანი ბიზნესმენები, მათ შორის ის, ვინც ხაზარაძეს სკანდალური წერილი მიუტანა.
შეგახსენებთ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.
რის შემდეგაც ის გამოკითხეს საქალაქო სასამართლოში, სადაც მან განაცხადა, რომ წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, ხოლო მისი ასლი პროკურატურას გადასცა.
მთავარი პროკურატურის წარმომადგენელის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას წერილთან წერილი კომპიუტერით დაბეჭდილი ტექსტია, რომის დაწერაც ყველას შეეძლო.