ჩემთვის ღიმილის მომგვრელია რაც ეწერა, საერთოდ რა შუაშია „ტვ პირველი“ გაუგებარია, რა შუაშია „არტარეა“, ალბათ მომავალში „ენკი-ბენკიზეც“ იქნება საუბარ, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში მიტანილ წერილს.
კალაძის შეფასებით, მაქისმალური მცდელობაა, რომ „თიბისი ბანკის“ საქმე სამართლებრივი ჭრილიდან გამოიყვანონ.
“რასაც ვხედავ და ვუყურებ ვუყირებ, მაქისმალური მცდელობაა, რომ „თიბისი ბანკის“ საქმე სამართლებრივი ჭრილიდან გამოიყვანონ. და პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ, რაც ჩემთვის და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. არ ვიცი საერთოდ ეს რა წერილია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანალოგიური წერილის გაკეთება. ჩემთვის ღიმილის მომგვრელია რაც ეწერა, საერთოდ რა შუაშია „ტვ პირველი“ გაუგებარია , რა შუაშია „არტარეა“ , ალბათ მომავალში „ენკი-ბენკიზეც“ იქნება საუბარი. ამიტომ, დაველოდოთ და სამართლებრივ ჭრილში გავყვეთ ამ კონკრეტულ საქმეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. გახარიას შეფასებით, ეს ბიზნესმენის ჭორაობა იყო.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, გიორგი გახარიასგან მიღებული წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, ასლი კი მან პროკურატურას წარუდგინა. რის სემდეგაც, პროკურატურამ ხაზარაძის მიერ მიტანილი მუქარის წერილი გამოაქვეყნა.