მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილ წერილთან დაკავშირებით დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წერილი, ფაქტობრივად, საბრალდებო სკამისკენ გზაა.
გოგოჩაიშვილის აზრით, პროკურტურას პარლამენტში მისვლა მოუწევს.
„წერილის შინაარსი არის უმძიმესი, რომელიც შეიძლება ძალიან მძიმედ დამთავრდეს ბევრი ადამიანისთვის. ეს ფაქტობრივად გზა არის საბრალდებო სკამისკენ, თუმცა ჯერ ეს უნდა დამტკიცდეს. მტკიცებულება არის მტკიცებულება, ამას ჩვენ ვერ გავექცევით. მე ვფიქრობ, გუშინ პროკურატურამ შეცდომა დაუშვა, როდესაც განაცხადა, რომ საკითხი ამოწურულია. გვესმის, რომ მაღალი მტკიცებულების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს აღნიშნული წერილი, ეს გასაგებია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში მაღალი საჯარო ინტერესია ამ საკითხის მიმართ, ვფიქრობ, პროკურატურა ვალდებული იყო, რომ მიყოლოდა საქმეს და ყველა რესურსი გამოეყენებინა გამოძიებისთვის. რადგან ეს არ გააკეთა, ვფიქრობ, რომ შეცდომა დაუშვა. ასევე, ვფიქრობ, რომ პროკურატურას მოუწევს პარლამენტში მოსვლა ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წერილს გაასაჯაროებს.
ხაზარაძის თქმით, ის წერილს გაასაჯაროებს, როცა ამაზე რეაგირებისა და გამოძიების საშუალება იქნება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, რომელმაც დღეს „თიბისი ბანკის დამფუძნებლის“ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმად, მას გიორგი გახარიამ მუქარის წერილი მისწერა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ბიზნესმენის ჭორაობა იყო.
საქართველოს მთავარი პროკურატურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება. პროკურატურის ცნობით, ხაზარაძეს გამოკითხვაზე გახარიასგან მიღებული წერილი არ უხსენებია.
მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა არჩილ ტყეშელაშვილმა გიორგი გახარიას წერილთან დაკავშირებით პირველი განცხადებას აკეთებს.
მისი თქმით წერილი ფურცელზე აკრეფილი ტექსტია, რომლის დაწერაც ყველას შეეძლო.
მამუკა ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ გიორგი გახარიასგან მიღებული წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.
პროკურატურამ ხაზარაძის მიერ მიტანილი მუქარის წერილი გამოაქვეყნა.