„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება შეაფასა. მისი თქმით პროვესი მკვდარი სულების დაბრუნებას გავს.
სამადაშვილის თქმით, „მკვდარი სულების დაბრუნება“ ივანიშვილს პოლიტიკაში ყოფნას ვერ გაუხანგრძლივებს.
“ეს გამოჩნდა გუშინ, ჩანს ყოველდღიურად, როცა ყველა მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა არის შესული ჩიხში. ვხედავთ, რომ არანაირი გამოსავალი ივანიშვილს არ აქვს. მკვდარი სულების გაცოცხლება- ასე დავარქმევდი ღარიბაშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში და მკვდარი სულების გაცოცხლება ვერავის გაუხანგრძლივებს პოლიტიკურ სიცოცხლეს. ბიძინა ივანიშვილმა ამოწურა თავის ვადა და მისმა პოლიტიკურმა პროექტმაც „ქართული ოცნების“ სახით,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილიპოლიტიკაში დაბრუნდა. ასევე ცნობილია, რომ პოლიტსაბჭოს ღარიბაშვილიც ესწრებოდა.