„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა.
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, მანამდე კი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.