ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება – “კურიერი”

“კურიერის” ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია “ქართულ ოცნებაში” ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ბრუნდება. ამის შესახებ “კურიერს” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

ამ წუთებში “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.

წყარო “რუსთავი2”-ს უყვება, რომ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ივანიშვილმა პარტიის წევრებს უთხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთია, ვისაც პარტიაში არსებული კრიზისის მოგვარება შეუძლია.

იტვირთბა....