საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია ირაკლი ღარიბაშვილის მმართველ პარტიაში დაბრუნებას მიესალმება. ბესელიას თქმით , ე.წ. ირაკლი კობახიძის ჯგუფი, უკვე წარსულია. მისი თქმით, აუცილებელია „ქართულ ოცნებაში“ სისტემური ცვლილებები მოხდეს.
“ირაკლის ნებისმიერ გააქტიურებას მე პირადად მივესალმებოდი, თუმცა მმართველ პარტიას ნამდვილად სჭირდება ძალიან სერიოზული სისტემური ცვლილებები – ეს უკვე მათი საქმეა. თუმცა, ჩემი გადასახედიდან ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იმ უთანხმოებისა, რაც იყო და არის მმართველი პარტიის შიგნით უკავშირდებოდა სწორედ პარტიული საქმიანობის არასწორი მართვის პრინციპებს. არ გამოვდგები პოლიტიკურად მიმომხილველად წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვისთანაც მაკავშირებს ბევრი რამ. ე.წ. კობახიძის ჯგუფი შემიძლია გითხრათ,რომ არის უკვე წარსული ეს არის დროის საკითხი”- განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილიპოლიტიკაში დაბრუნდა. ასევე ცნობილია, რომ პოლიტსაბჭოს ღარიბაშვილიც ესწრებოდა.