ახალი ამბები მთავარი სამართალი

სამუშია – გახარიას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს, მას შეუძლია, გამოძიებაზე ზეწოლა მოახდინოს

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი ლევან სამუშია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

როგორც გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” სამუშიამ განაცხადა, ე.წ. ტრაქტორების საქმის დროს, უფლებამოსილება შეუწყდა სოფლის მეურნეობის მინისტრს.

“დღეს გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში არ უნდა იყოს. გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი გახლავთ, რომელსაც აქვს ძალიან დიდი წვდომა და ბერკეტები, რათა გამოძიებაზე მოახდინოს ზეწოლა. შინაგან საქმეთა მინისტრს გადადგომაზე თუ არა, უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს გამოძების ვადის ამოწურვამდე, სანამ ყველაფერს ნათელი არ მოეფინება. ე.წ. ტრაქტორების საქმის დროს უფლებამოსილება შეუჩერეს სოფლის მეურნეობის მინისტრს გამოძიების ვადის ამოწურვამდე. ხალხო, სოფლის მეურნეობის კი არა, შინაგან საქმეთა სამინისტროზეა საუბარი, რომელსაც პირადად აქვს გამოძიებაზე წვდომა”, – აცხადებს სამუშია.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წერილს გაასაჯაროებს.

ხაზარაძის თქმით, ის წერილს გაასაჯაროებს, როცა ამაზე რეაგირებისა და გამოძიების საშუალება იქნება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, რომელმაც დღეს „თიბისი ბანკის დამფუძნებლის“ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმად, მას გიორგი გახარიამ მუქარის წერილი მისწერა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ბიზნესმენის ჭორაობა იყო.

საქართველოს მთავარი პროკურატურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება. პროკურატურის ცნობით, ხაზარაძეს გამოკითხვაზე გახარიასგან მიღებული წერილი არ უხსენებია. 

იტვირთბა....