მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

გიგაური – ამ ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი ინსტიტუტები

“ვუსმენ მამუკა ხაზარაძის შთამბეჭდავ გამოსვლას საქართველოს პარლამენტში. ძალიან ნათელია რაც ხდება ! ის რაზეც ეს კაცი საუბრობას არის ელიტური კორუფციის, მიკერძოებული სახელმწიფო ინსტიტუტების, სახელმწიფოს მიტაცების ნიშნების მკაფიო მაგალითი. იშვიათია ქართული ბიზნესის წარმომადგენელმა ასეთი რამ საჯაროდ განაცხადოს ესეც ფაქტია. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ისევე როგორც სხვა ბევრ გახმაურებულ საქმეს, მგონია, რომ ამაზეც სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება არ ექნება. რატომ? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი ინსტიტუტები ეს გამოჩნდა სარალიძის, ომეგას, ფარცხალაძის საქმეებზე და ეს გამოჩნდება ახლაც !”, – ასე ეხმაურება “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძის გამოსვლას.

ასეთი შემოტევა ჩვენ 27 წლის განმავლობაში არ გვქონია – ამის შესახებ  “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბანკმა ყველა დოკუმენტაცია, რომელიც არქივში ჰქონდა, უწყებებს გადასცეს.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წერილს გაასაჯაროებს.

ხაზარაძის თქმით, ის წერილს გაასაჯაროებს, როცა ამაზე რეაგირებისა და გამოძიების საშუალება იქნება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, რომელმაც დღეს „თიბისი ბანკის დამფუძნებლის“ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმად, მას გიორგი გახარიამ მუქარის წერილი მისწერა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ბიზნესმენის ჭორაობა იყო.

ამასთან ხაზარაძე აცხადებს, რომ მას ეროვნული ბანკი აშანტაჟებდა. 

ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით კი, არასწორია, შანტაჟად შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელი ორგანოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებაა.

იტვირთბა....