ახალი ამბები ბანკები მთავარი

არასწორია, შანტაჟად შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელი ორგანოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებაა – ეროვნული ბანკი ხაზარაძის განცხადებაზე

საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ბანკი მასა და ჯაფარიძეს აშანტაჟებდა.

ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, არასწორია, შანტაჟად შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელი ორგანოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებაა.

„კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია. შესაბამისად, არასწორია „შანტაჟად” შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

იტვირთბა....