„ეროვნული ბანკი პრაქტიკულად გვაშანტაჟებდა მე და ბადრი ჯაფარიძეს. მისი პრეზიდენტიც და თქვენ მიერ ახლად არჩეული მისი ვიცე-პრეზიდენტიც. ისინი მოვიდნენ და გვითხრეს, რომ გამოგვიგზავნეს წერილი, გამოუგზავნეს დამოუკიდებელ დირექტორებს. შვიდი წევრი ჰყავს „თიბისის“ სამეთვალყურეო საბჭოს და ცხრა წევრი ჰყავს ლონდონის ბირჟაზე. აქედან ხუთი წევრი, რომელიც საქართველოშია, ლონდონის ბირჟის მიერ არჩეული დამოუკიდებელი დირექტორები არიან, რომლებსაც არანაირი კავშირი „თიბისი ბანკთან“ არ აქვთ; ერთადერთი კავშირი აქვთ დამოუკიდებლობასთან – ესენი არიან უცხოელები. მე და ბადრი ჯაფარიძეს გვაქვს ორი ხმა, შესაბამისად, ორი ხმით არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეგვიძლია. გამოგზავნეს წერილი, პირველი ჯარიმა მოვიდა 10 000 ლარზე… ეტყობა, ვიღაცამ დაუწუნა, რომ ეს ფული ცოტაა. შევხვდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ ამ ფულსაც არ გადავიხდიდი, რადგან 11 წლის წინანდელი საქმე არ არის სწორი, როგორც თქვენ მიგყავთ-მეთქი“, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ასეთი შემოტევა ჩვენ 27 წლის განმავლობაში არ გვქონია – ამის შესახებ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბანკმა ყველა დოკუმენტაცია, რომელიც არქივში ჰქონდა, უწყებებს გადასცეს.
“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წერილს გაასაჯაროებს.
ხაზარაძის თქმით, ის წერილს გაასაჯაროებს, როცა ამაზე რეაგირებისა და გამოძიების საშუალება იქნება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, რომელმაც დღეს „თიბისი ბანკის დამფუძნებლის“ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმად, მას გიორგი გახარიამ მუქარის წერილი მისწერა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ბიზნესმენის ჭორაობა იყო.