ეკონომისტი დემურ გიორხელიძე “მეტორნომთან” საუბრისას აცხადებს, რომ ისეთ სოლიდურ ბანკს როგორიცაა თიბისი მენეჯერების გადანაცვლებით არაფერი ემუქრებათ.
“ბანკს არც არასდროს არაფერი არ ემუქრებოდა. თიბისი სოლიდური ბანკია. გარკვეული მენეჯერებისა და თუ გნებავთ მფლობელების გადანაცვლებით, არა მგონია, რომ პანიკის საფუძველს იძლეოდეს. მე არ ვიცი ბატონ მამუკასთან მიმართებაში რეალურად რა ხდება, მაგრამ სამეთვალყურეო საბჭოს ან გენერალური დირექტორის წასვლა ბანკში სიტუაციას არ ცვლის. მოქალაქეებს, რომელთაც ფული თიბისი-ში აქვთ განთავსებული, არაფერი ემუქრებათ”, – აცხადებს გიორხელიძე.
კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.
გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი ემის” ვალი.