“ქალებმა უკვე გამოვაცხადეთ გაფიცვა! ჩვენ აღარ ვაჩენთ ბავშვებს, რადგან ვცხოვრობთ კაბალურ პირობებში; სახელმწიფოსგან კი არანაირი მხარდაჭერა არ ჩანს. დეკრეტული შვებულება ამის ერთ-ერთი მაგალითია: დღეს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესს არეგულირებს, სიმბოლურია, და დედებს, მშობლებსა და ახალშობილებს არ სთავაზობს სრულფყოფილ სოციალურ დაცვას. განსაკუთრებით პრობლემურია კერძო სექტორში დასაქმებულთა მდგომარეობა, ვინაიდან სახელმწიფო კერძო სექტორს კანონით არ ავალდებულებს დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას და ამის სანაცვლოდ კერძო სექტორში დასაქმებულებს სახელმწიფო სთავაზობს ერთჯერად 1000 ლარიან დახმარებას, რაც საარსებო მინიმუმიც კი არ გამოდის კანონით დადგენილი დეკრეტული შვებულების – 6 თვის განმავლობაში.
მით უმეტეს, ახალნამშობიარებ და მეძუძურ ქალს უფრო მეტი ზრუნვა და კვებითი კალორიები სჭირდებათ. დეკრეტის ვალდებულებისგან სრულიად თავისუფლები არიან დამსაქმებლები. ჩვენ მოვითხოვთ ღირსეულ დეკრეტულ შვებულებას! არსებული დეკრეტით გათვალისწინებული ექვსი თვე კი ძალიან ცოტაა, რომ არაფერი ვთქვათ სამუშაო ადგილის გარანტირებულობაზე დეკრეტიდან დაბრუნების შემდეგ. . გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ საჯარო სამსახურში მყოფ მამებს, ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, თუკი შვებულება არ გამოუყენებიათ დედებს, რაც ახალშობილზე 24 საათიანი ზრუნვის ურთულეს ტვირთს უმეტესად დედებს აკისრებს.
სამუშაო ადგილზე დაბრუნების შემთხვევაშიც კი დედისთვის, ხანგრძლივი გრაფიკებია, რომ 40 საათიც ფუფუნებაა საქართველოში. დიდი ხნით ახალშობილი ბავშვის დატოვების შემთხვევაში მეძუძურ ქალებს გაუჭირდებათ საკმარისი რძის წარმოება, ასევე გასათვალისწინებელია დედის და ბავშივს მიჯაჭუვლობა რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვის ჩამოყალიბებაში. ჩვენ ასევე, ვაწყდებით დედების დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე აყვანისას, რადგან ყველას სჭირდება თავისუფალი გრაფიკის მქონე ადამიანი, რომელიც ყოველდღე დამატებითი საათებით შეძლებს სამსახურში დარჩენას.
ჩვენ ვითხოვთ, რომ როგორც მინიმუმ, პირველ ეტაპზე კერძო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს, მამებსაც მიეცეთ ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების უფლება, და სამომავლოდ გაიზარდოს ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების დრო 6 თვიდან ორ წლამდე”.
სარვამარტო მანიფესტი
ავტოტრი: “სოლიდარობის ქსელი”
ამავე თემაზე: “არ არსებობს უმუშევარი ქალი” – 8 მარტს მსვლელობა გაიმართება