საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბალტიის რეგიონში ვიზიტს აგრძელებს. ზურაბიშვილი ამჟამად ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს ხვდება.
“ძალიან სასიამოვნოა საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა რიგის სასახლეში. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ”, – დაწერა X-ზე ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართება ლატვიის სეიმის სპიკერთან, სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან და საგარეო კომიტეტის წევრებთან.
ზურაბიშვილი ასევე გეგმავს ინტერვიუებს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.